სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყება, ჩრდილოეთ კორეიდან სულ მცირე, 10 რაკეტის გაშვებას ადასტურებს. იუწყება Kyodo News.
სამხრეთ კორეის თავდაცვის ცნობით, ერთი რაკეტა საკმარისად ახლოს ჩამოვარდა საზღვართან. „რაკეტის გვიან ღამით გაშვების გამო, სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა“.
„ტრიტორიების გაყოფის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ კორეის რაკეტა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან ჩამოვარდა“, - აცხადებს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსი.
ფხენიანის პასუხად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთისკენ სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.
ამ ფაქტის შემდეგ, სამხრეთ კორეის ლიდერმა იუნ სუკ-იოლმა გამართა ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრა ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნებთან. შეხვედრის დროს მან მკვეთრი ზომების მიღების შესახებ განაცხადა, რათა ფხენიანმა ამ ინციდენტის „ფასი გადაიხადოს“.