7000-მდე უკრაინელი სამხედრო, დაკარგულად ითვლება - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა, უკრაინულ ტელევიზიასტან განაცხადა, რომ დაახლოებით 7000 უკრაინელი სამხედრო ამჟამად დაკარგულად ითვლება.

მალიარმა ასევე მოუწოდა დაკარგულების ნათესავებსა და მეგობრებს, ისინი სოციალური ქსელებით არ მოძებნონ.

მალიარის თქმით, „სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების ფოტოებისა და მათი პირადი მონაცემების სოციალურ ქსელებში განთავსებამ მათ შესაძლოა ზიანი მიაყენოთ, იმ შემთხვევაშუ თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან და სახლში დასაბრუნებლად გზას ეძებენ“.

„თუ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს დაკარგული პირის დაბრუნების თაობაზე, მაშინ კონკრეტულ ადამიანზე ყურადღების მიქცევამ შესაძლოა, მოლაპარაკებები შეანელოს ან გაართულოს“, - თქვა მალიარმა.