დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, დასავლეთის ლიდერები გააფრთხილა, რომ არ აიძულონ უკრაინა, რათა რუსეთთან არახელსაყრელი პირობებით, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.
„მე მიმაჩნია, რომ საფრთხე იმაშია, რომ წავალთ კომპრომისზე რათა რამე შეთანხმებამდე მივიდეთ. პუტინთან „ბინძური შეთანხმება“ უკრაინელებს აიძულებთ, რომ თავისი ტერიტორიის ნაწილით ივაჭრონ, რაც პუტნს შემდგომიაგრესიისკენ უბიძგებს“, - განაცადა ჯონსონმა.
მისივე თქმით, კომპრომისი, პუტინის პირობებზე შეუძლებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა „დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერით, დიდიხნის შემდეგ აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ მთავარი ფასეულობების, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულნი რჩებიან“.