უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომი“აცხადებს, რომ 2 ნოემბერს, რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ბოლო ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა.
მისივე ცნობით, ოთხშაბათს 23:04 საათზე ქარხანა სრული გამორთვის რეჟიმში შევიდა. ამოქმედდა 20-ვე დიზელის გენერატორი.
მე-5 და მე-6 ენერგობლოკები გადაყვანილია ცივ მდგომარეობაში.
„გენერატორებისთვის საწვავი საკმარისად არის და ის გათვლილია სრული გათიშვის რეჟიმისთვის, 15 დღის განმავლობაში. ათვლა დაწყებულია“, - აღნიშნა „ენერგოტომმა“.
მისივე თანახმად, ქარხნის ოკუპაციისა და მის მუშაობაში რუსი ოფიციალური პირების ჩარევის გამო, უკრაინული მხარის შესაძლებლობები, შეინარჩუნოს უსაფრთხო ოპერაციები ZNPP-ზე, მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
ოპერატორმა კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მიიღონ ზომები ZNPP-ის რაც შეიძლება სწრაფად დემილიტარიზაციისთვის, ქარხნიდან და ენერგოდარიდან მთელი რუსული ძალების გაყვანისთვის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინისთვის სრული კონტროლის ქვეშ დაბრუნებისთვის, რაც მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.