ჩრდილოეთ კორეამ 4 ნოემბრის ღამეს საზღვაო სასაზღვრო ზონის გასწვრივ, 80-მდე საარტილერიო ჭურვი ესროლა. ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
სამხრეთ კორეის მხარე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ამ ქმედებით 2018 წლის სამხედრო შეთანხმება დარღვია, რადგან ამ ზონაში სროლა აკრზალულია.
სამხრეთ კორეა და აშშ ასევე აცხადებენ, რომ DPRK-მ დაასრულა ტექნიკური მზადება ბირთვული გამოცდისთვის.
IAEA-მ გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული ტესტების შესახებ და განაცხადა, რომ ეს შეშფოთების მიზეზია.
4 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა ჩრდილოეთ კორეასთან საჯარო შეხვედრა მოაწყოს. ამ ინიციატივას უკვე დაუჭირეს მხარი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ალბანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ.
Reuters-ი წერს, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან ჩრდილოეთ კორეამ წელს რეკორდული რაოდენობის რაკეტების გაშვება განახორციელა, მათ შორის მინიმუმ 23 რაკეტა, მხოლოდ 3 ნოემბერს გაუშვა.