რომის პაპმა ფრანცისკემ, ბაჰრეინის რელიგიათაშორის სამიტზე გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიოში ომების შედაგეად შექმნილ ვითარებას მიუძღბვნა.
ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ სამყაროს, რომელსაც „ვიწრო ინტერესები და ომები ამოძრავებს, რელიგიურმა ლიდერებმა კარგი მაგალითი უნდა მისცენ და ვალდებულნი არიან ომით დაზარალებულ ადამიანებსა და ოჯახებს დაეხმარონ“.
მისივე თქმით, ორი მსოფლიო ომის შემდეგ, სამყარო მაინც კატასტროფული კონფლიქტების წინაშეა.
„საშინელი ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აჩერებდა სამყაროს, კატასტროფული კონფლიქტები მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ბრალდებების, მუქარისა და დაგმობის ფონზე, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით დელიკატური უფსკრულის ზღვარზე და არ გვსურს დაცემა“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
ამასთან, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ლიდერები კვლავ ცეცხლითა და რაკეტებით თამაშობენ და ჩვენი საერთო სახლი ფერფლითა და სიძულვილით იფარება“.