La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, წელის მწვავე ტკივილის გამო, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს.
„ნაპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ არ ითამაშებს.
„წელის მწვავე ტკივილის გამო, კვარაცხელია ბერგამოში გასვლით მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.