რუსული მედია: ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა

რუსეული მედიის ცნობით, ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება. 

„ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლე ალექსანდრ ნიკულინზე თავდასხმა 4 ნოემბერს, ქალაქ უგლეგორსკში მოხდა. მას იარაღიდან ესროლეს“, - ნათქვამია ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.. 

შეგახსენებთ, რომ ნიკულინი „უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლედ 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.

ზაფხულში ე.წ. „მოსამართლეთა კოლეგიას” თავმჯდომარეობდა, რომელმაც უკრაინის მხარეს მებრძოლ სამ უცხოელს - დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს- შონ პინერსა და ეიდენ ასლინს, ასევე მაროკოს მოქალაქეს საადუნ ბრაჰიმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.