უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. 38 წლის ლევან სახელაშვილი მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
ცხედარი ამ დროისთვის მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.
სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.