უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა სვიატოსლავმა, რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში, რუსული ნაღმის ნამსხვრევი გადასცა, რომელმაც ირპენში, ეკლესიის ფასადი დააზიანა.
„ეს სიმბოლური საჩუქარია, არამხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ნაღმის ფრაგმენტია, რომელმაც გაანადგურა ჩვენი ტაძარი მოწამეობრივ ქალაქ ირპენში...
ჩვენ ყოველდღიურად, რუსული ნაღმების, ბომბებისა და რაკეტების ასეთ ფრაგმენტებს სამხედროების, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და თუნდაც უდანაშაულო ბავშვების სხეულებიდან ვიღებთ“, - თქვა სვიატოსლავმა.
მისივე თქმით, ეს არის ტოტალური განადგურებისა და სიკვდილის „თვალსაჩინო ნიმუშები“, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მიწაზე სჩადის.
რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და დაარწმუნა სვიატოსლავი, რომ ის უკრაინელების გვერდით არის ლოცვითა და კონკრეტული ქმედებებით.