ლინდა თომას-გრინფილდი კიევშია

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროში, ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი კიევში ჩავიდა, რათა უკრაინისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაადასტუროს და ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკული მხარის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ელჩო გაეცნობა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ მტკიცებულებებს და გადარჩენილთა ისტორიებს მოისმენს.

ელჩი თომას-გრინფილდი ასევე განიხილავს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად გამწვავდა და ხაზს გაუსვამს „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების კრიტიკულ აუცილებლობას მომავალი წლისთვის.

გრინფილდი ასევე შეხვდება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.