სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს 23 ნოემბერს ერევანში, CSTO-ს მოახლოებული სამიტი.
ასევე, 22 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის დღის წესრიგი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, 31 ოქტომბერს სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რიგ მოვლენებზე, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს.