სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.
„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.