ჩვენ არ ვართ მაცივარი - დანილოვმა ხერსონის განთავისუფლების შემდეგ, „ომის გაყინვა“ გამორიცხა

უკრაინელი სამხედროები არ აპირებენ, რომ დამპყრობლებისგან ქვყენის გათავისუფლება შეაჩერონ და შეეცადონ კონფლიქტის გაყინვას.

ამის შესახებ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვერაფერს გავყინავთ. ჩვენ არ ვართ მაცივრის საყინულე. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები ამინდისა და სეზონის მიუხედავად. ვერც ერთ გაჩერებას ვერ გამოვტოვებთ, რადგან ჩვენი ხალხი იქ არის, ვხედავთ როგორ იტანჯებიან", - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ამოცანას, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უყენებს, მარტივი და გასაგებია. „ესაა უკრაინის ტერიტორიების ოკუპანტებისგან გათავისუფლება. ეს განხორციელდება, უბრალოდ დრო სჭირდება“, - განაცხადა დანილოვმა.