2022 წლის ათი თვის განმავლობაში, წინასწარი შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნების საზღვარი, 275,5 ათასმა ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით მეტია.
მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარე საზღვრის დაახლოებით 36,5 ათასი უკანონო გადაკვეთის ფაქტი აღრიცხეს, რაც 47%-ით მეტია გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
ევროკავშირისკენ არალეგალური მიგრაციის ყველაზე აქტიური გზა - დასავლეთ ბალკანეთია. ოქტომბერში იქ 22,3 ათასზე მეტი არალეგალური მიგრაციის ფაქტი გამოვლინდა - ანუ თითქმის სამჯერ მეტი ვიდრე ერთი წლის წინ.
რაც შეეხება ლა-მანშის არხს, 2022 წლის პირველ ათ თვეში იქ, არალეგალური მიგრანტების რაოდენობამ 62 323 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით მეტია.