„განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიას ბრიუსელში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ამ თვის ბოლოს გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბუქარესტში. ეს შეკრება მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ეს ასევე მოგცემას შესაძლებლობას, შევაფასოთ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება, მაგრამ ასევე შევხვდეთ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.