პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო

76 - მომხრე, 6-წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში შესული ცვლილებების თანახმად, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ კანონის მეორე მოსმენით მიღების გადადება მოითხოვა. მათ მმართველ გუნდს მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შესთავაზეს და ამ მხრივ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაცია გაახსენეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის არგუმენტები არ გაიზიარა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ერთ წელზე მეტია, რაც უკრაინამ შესაბამისი კანონი ვენეციის კომისიაში გააგზავნა, თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ.