სლოვენია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.
ამის შესახებ Trend-ს სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბოიან კუმერმა განუცხადა.
მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში არსებულ ვითარების გამო, რადგან სლოვენია გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.
„სამხრეთის გაზის დერეფანი გაზის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ გაურკვეველ და რთულ დროს ვცხოვრობთ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ გვაიძულა, რომ გაზის იმპორტისა და მოხმარების სტრატეგიისთვის გადაგვეხედა. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები რუსული გაზის მოხმარების შესამცირებლად. გაზის იმპორტი სტაბილურია და ამ დრომდე არ გვქონია მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებები, ასევე ვმუშაობთ ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო.
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ი (ტრანს-ადრიატიკის მილსადენი), რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, საბერძნეთსა და ბულგარეთს აწვდის.