ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ერთობლივი განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ, ასტანაში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქონლის გლობალური მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარება მნიშვნელოვანია“, -განაცხადა თლეუბერდიმ.
მინისტრის თქმით, დღეს ევროკავშირი, ყაზახეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია, რომლის პირდაპირი ინვესტიციების ჯამური მოცულობა $160 მილიარდზე მეტია.
მისივე თქმით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ $29,5 მილიარდს მიაღწია, რაც 2021 წლის 42%-ით გაიზარდა.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში დიალოგის შემდგომი დივერსიფიკაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებით. ჩვენი სურვილია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ტრანსპორტსა და ლოგისტიკის გაციფრულება“, - განაცხადა ტლეუბერდიმ.
შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.