McDonald's-ი ყაზახეთში მუშაობას აჩერებს

ყაზახეთში, McDonald's-ის ყველა რესტორანმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. რესტორნები დაკეტილია, არ ფუნქციონირებს მიტანის სერვისი. 

ყაზახური მედიის ცნობით, კომპანია ინსტაგრამზე იტყობინება, რომ რესტორნები ტექნიკური მიზეზების გამოა დაკეტილია.

ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, რის გამოც სალარო აპარატურა არ მუშაობს.

„კომპანიის წარმომადგენლები, სამუშაოს შეწყვეტის მიზეზებზე სრულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ“, - წერს მედია.