ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ

შუა დერეფნის კონცეფცია, ძალიან შეესაბამება ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ვითანამშრომლოთ შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, დღეს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების მხრივაც გეგმავს. 

„გვჯერა, რომ შუა დერეფნის პროექტი საქართველოს, ევრაზიის დამაკავშირებელი პროექტების რეალიზაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ჭოუ ცინმა.


ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას, ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს მსოფლიოში.

„ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთში, ყველაზე მეტი ავტობანი და ურთულესი კონსტრუქციის ხიდები აშენდა ხმელეთსა და ზღვაზე. ჩინეთს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ აქვს კარგი გამოცდილება, არამედ, კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ინფრასტრუქტურა ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.


შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.