რომის პაპი ფრანცისკე, აცხადებს, რომ ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რათა ომი დასრულდეს.
კითხვაზე, სჯერა თუ არა მოსაკოვისა და კიევის შეთანხმების, რომის პაპმა უპასუხა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია და ამის მისაღწევად არცერთი მხარე არ უნდა დანებდეს.
„მაგრამ თითოეულმა უნდა მიუძღვნას თავისი გული დემილიტარიზაციას, უნდა შეძლოს ძალადობის განმუხტვა. ჩვენ ყველანი პაციფისტები უნდა ვიყოთ. უნდა გვსურდეს მშვიდობა და არა მხოლოდ ზავი, რომელიც მხოლოდ ხელახლა შეიარაღებას ემსახურება. რეალური მშვიდობა, მხოლოდ დიალოგის შედეგია. მშვიდობა არ მიიღწევა იარაღით, რადგან ის, არ ამარცხებს სიძულვილსა და ბატონობის წყურვილს, რაც ისევ გაცოცხლდება. შესაძლოა, სხვა გზით, მაგრამ მაინც გაცოცხლდება“, - განაცხადა რომის პაპმა.