უკრაინა: ლუგანსკში რუსული ქვედანაყოფების რაოდენობა იზრდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ლუგანსკში, რუსული სამხედრო ნაწილების რაოდენობა გაიზარდა. 

„ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოესა და სემეიკინოს დასახლებებში, მტერი პერსონალს მიტოვებულ სახლებში ათავსებს და იძულებით ასახლებს ადგილობრივ მოსახლეობას სხვა დასახლებებში“, - აცხადებენ უკრაინული სამხედროები.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალების საჰაერო იერიშები, გასულ კვირასთან შედარებით უფრო ინტენსიური გახდა. რუსეთის არმიამ დღეს ორი სარაკეტო დარტყმა და 12 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.