ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
კენჭისყრა 10 050 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.
წინასაარჩევნო კამპანია ყაზახეთში 21 ოქტომბერს დაიწყო და 19 ნოემბრის დილის 12 საათამდე გაგრძელდა.
დღეს კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით, 10101 საარჩევნო უბანზე, საზღვარგარეთ კი, 68 უბანზე გაიმართება. 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა რეესტრში ყაზახეთის 11 827 277 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა ექვსი კანდიდატი, ორი ქალი და ოთხი კაცი, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი.
მოსალოდნელია, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა, აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადის ნაცვლად, ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება.