ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო ცდების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან ახლოს, ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, B-1B ტიპის ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეისა და იაპონიის სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს.
შეგახსენებთ, პარასკევს, 19 ნოემბერს, ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა რეგიონულმა მოკავშირეებმა დაგმეს ეს ნაბიჯი და დაადანაშაულეს ფხენიანი რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში, რადგან ის ცდილობს, გააძლიეროს თავისი ბირთვული პროგრამა.