უკრაინის ვიცე-პრემიერი: როდესაც ომი დასრულდება, მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთს არ ექნება „მადა“ ახალი აგრესიის დასაწყებად

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ როდესაც ომი დასრულდება, მსოფლიო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რუსეთი ახალ აგრესიას ვერ წამოიწყებს.

მისი თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, რომლის 40% უკვე განადგურებულია, რუსეთი ცდილობს უკრაინის მოსახლეობის დემორალიზებას.

სტეფანიშინამ ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინისთვის გადაუდებელ აუცილებლობაზე, დაიხუროს ცა, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ზამთარში.

მან აღნიშნა, რომ ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ არის რამდენიმე ელემენტი, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ამას.

„უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და როდესაც ის დასრულდება, მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთს არ ექნება „მადა“ ახალი აგრესიის დასაწყებად“, - განაცხადა სტეფანიშინამ.