კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში ომის ესკალაციისთვის.
მისი თქმით, ეს შეიძლება, გულისხმობდეს ინფრასტრუქტურის განადგურებას.
„ომის განვითარებისა და რუსეთის თვალსაჩინო და მზარდი წარუმატებლობის გათვალისწინებით... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ესკალაციისთვის“, - თქვა შოლცმა, გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ორგანიზებით ბერლინში გამართულ კონფერენციაზე.
შოლცის თქმით, 100 მილიარდიანი თავდაცვის ფონდი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა, მნიშვნელოვანია გერმანიის შეიარაღებული ძალების მარაგების შესაქმნელად.
ამასთან, გერმანიის პარლამენტი მზადაა 100 მილიარდის გამოსაყოფად, რაც ახალი შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება.