მარინა კალიურანდი: ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ

რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

 მარინა კალიურანდის თქმით, ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას.

გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში და დღეს უფრო მეტად არის საჭირო, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის.

ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.

ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია.

მათ შორის გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხის და გაფართოებით დაღლილობის გადალახვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განგრძობადობას, თანმიმდევრულობას და სანდოობას“, – აღნიშნა კალიურანდმა.