რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა დღეს კიევის სხვადასხვა რეგიონში.
კიევის მერის თქმით, აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
მანამდე, მან ზამთრის პერიოდში შესაძლო ევაკუაციაზე ისაუბრა.
„ეს არის ყველაზე ცუდი ზამთარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გაზეთ Bild-ს განუცხადა.
კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ზამთრის პერიოდში „ყველაზე უარესი სცენარისთვის“.
„მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ საქმე იქამდე მივიდეს”, - განაცხადა კიევის მერმა.