ევროკავშირმა რუსული გაზის მოცულობა, სხვა მომწოდებლებისგან შესყიდვებით ჩაანაცვლა.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა.
„ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ გაზის მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან აღარ ვიღებთ“, - ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, დეფიციტის შევსებას ხელი შეუწყო LNG-ის (თხევადი გაზი), ისევე როგორც ახალი მომწოდებლებისგან მილსადენის გაზის შესყიდვამ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს.
სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.