რომის პაპმა ფრანცისკემ, ოთხშაბათს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჰოლოდომორის საშინელებას შეადარა.
მისი თქმით, აგონია, რომელსაც უკრაინელები ახლა განიცდიან რუსული აგრესიის შედეგად, შედარებულია ჰოლოდომორის საშინელებასთან, რომელიც უკრაინაში 1930-იანი წლებში, სტალინმა ჩაიდინა.
პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს ყოველწლიურად აღინიშნება ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.
„მოდით ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და ვილოცოთ ყველა უკრაინელისთვის, ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მოხუცებისთვის, ჩვილებისთვის, რომლებიც დღეს აგრესიისგან ტანჯვას განიცდიან“, - განაცხადა რომის პაპმა.