Politico: აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

აშშ შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია. ოფიციალური პირები არ თვლიან, რომ არსებობს გარდაუვალი საფრთხე, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მოსკოვს შეუძლია, გამოიყენოს იარაღი, თუ იგი გააგრძელებს პოზიციების დაკარგვას უკრაინაში. მათ შორის არის იარაღი, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირებენ.

ამის შესახებ გამოცემა Politico ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

Politico-ს ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ნივთიერებები, რაც დასავლეთს გაურთულებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პენტაგონის ოფიციალური პირები გამოცემასთან აცხადებენ, რომ აშშ ფლობს სადაზვერვო მონაცემებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება გარდაუვალია.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზამთარში საბრძოლო მოქმედებები შენელდება და ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს მნიშვნელოვან წინსვლას.