უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა

2022 წლის 21 ნოემბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ინფორმაცია, საელჩოს Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. 
 
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას გაეცნო.
 
ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების მიმდინარე/გადაუდებელი საჭიროებების შესახებ.
 
შეხვედრებისას, ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.
 
შეიძლება იყოს 12 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება
 
შეიძლება იყოს 14 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
 
შეიძლება იყოს 12 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება