საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვას, Twitter-ზე გამოეხმაურა.
„რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ, ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს.
ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა.
საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.