უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 ადამიანი დაიბრუნა. რვა სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთი დაკარგულად ითვლებოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა.
გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და „გველების კუნძულის“ დამცველები.
„კიდევ ერთი სამხედრო ტყვეების გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ჩვენი ადამიანის გათავისუფლება. მათ შორის არის ოთხი საზღვაო ძალების, ორი ეროვნული გვარდიის, მესაზღვრე და ერთი ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენელი. ასევე არის სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედროებს შორის არის ორი ოფიცერი, ასევე შვიდი რიგითი და სერჟანტი“, - განაცხადა ერმაკმა.
ამასთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა გაიხსენა, რომ მიმდინარე კვირაში რუსული ტყვეობიდან 98 უკრაინელი დაბრუნდა.
„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით“, - აღნიშნა ერმაკმა.