უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე უკრაინელ ხალხს წერილს უგზავნის. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება.
რომის პაპი წერს ქალებს, ძალადობის მსხვერპლს თუ ქვრივებს; ფრონტზე გაგზავნილ ახალგაზრდებს; მარტო დარჩენილ მოხუცებს; მათ, ვინც ლტოლვილად იქცა ან იძულებით გადაადგილებულია; მოხალისეებს და მღვდლებს, ქვეყნის ხელისუფლებას.
„დღე არ გავა ისე, რომ თქვენთან ახლოს არ ვიყო და თქვენთვის არ ვილოცო. გულით ვატარებ თქვენს ტკივილს, თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილია. სხვადასხვა ქალაქებში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები, სხვა უამრავი სისხლიანი გამოსახულებები რომლებმაც ჩვენს სულებამდე მოაღწიეს, გვაიძულებს ვიყვიროთ: რატომ? როგორ შეუძლიათ კაცები სხვა კაცებს ასე მოექცნენ?“.
რამდენი ბავშვი დაიღუპა, დაშავდა ან ობლად დარჩა... მე თქვენთან ერთად ვტირი ყველა პატარის გამო, ვინც ამ ომის გამო დაკარგა სიცოცხლე, როგორც კირა ოდესაში, როგორც ლიზა ვინიცაში და ასობით სხვა ბავშვი: თითოეულ მათგანში დამარცხებულია მთელი კაცობრიობა... ახლა ისინი ღმერთთან არიან, ხედავენ თქვენს მწუხარებას და ლოცულობენ მისი დასასრულისთვის“, - ნათქვამია რომის პაპის წერილში.
ხელისუფლებისადმი მიმართვისას რომის პაპი წერს:
„ტრაგიკულ დროს მათ აქვთ ვალდებულება, მართონ ქვეყანა, მიიღონ შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებები მშვიდობისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განადგურების დროს, როგორც ქალაქში, ისე სოფლად“.