ტაჯიკეთმა გერმანულ და ევროპულ კომპანიებთან 600 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებებს და მემორანდუმებს მოაწერა ხელი, რაც მრეწველობის, წიაღისეულის დამუშავებისა და ახალი საწარმოების შესაქმნელად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.
ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გასაფართოებლად, ასევე, ეკონომიკაში მეტი გერმანული კაპიტალის მოსაზიდად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტაჯიკეთი-გერმანიის შემდეგი ფორუმი 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
ტაჯიკეთის მაღალი რანგის დელეგაცია ჰამბურგის სენატის ხელმძღვანელობამ მიიღო. საუბრისას მხარეებმა შემდგომი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ინტერესი გამოხატეს.
ქვეყნის დელეგაცია ტაჯიკეთის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით ეწვია ბერლინს, ჰამბურგსა და ლუბეკს. დელეგაციამ ტაჯიკეთ-გერმანიის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ტაჯიკურმა მხარემ გერმანელ ინვესტორებს თანაშრომლობისკენ მოუწოდა.