უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა უნდა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას
ამის შესახებ ორბანმა, ქრისტიან-დემოკრატთა საერთაშორისო ასოციაციის (CDI) წევრთა კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი აქვს.
ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ორბანმა, ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გამოწვევაზე, მათ შორის უკრაინის ომზე, ეკონომიკურ კრიზისზე, არალეგალურ მიგრაციასა და „დასავლური ნეომარქსისტული იდეოლოგიის გავრცელებაზე“.
ომთან დაკავშირებით ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა ერთიანია იმის თაობაზე, რომ უკრაინა უნდა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას.
ამავდროულად, ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეცესია თავიდან უნდა აიცილონ, ხოლო ომისა და ევროკავშირის სანქციების გამო, ენერგიის მაღალი ფასები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კრიზისს უქმნის.