ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც 28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, იუწყება.
თოყაევისთვის ეს პირველი საგარეო მოგზაურობაა, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების შემდეგ.
20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია შაბათს შედგა.