ბორელი: ევროკავშირი უკრაინას ზამთრის გადალახვაში დაეხმარება

ევროკავშირი უკრაინას ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე გადალახვაში დაეხმარება. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა.

„პუტინი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. პუტინი აგრძელებს მცდელობას, რომ უკრაინა შავ ხვრელად აქციოს - შუქი, ელექტროენერგია, გათბობა შეუზღუდოს, რომ უკრაინელები სიბნელესა და სიცივეში ჩააგდოს.

ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა და მეტი მასალა მივაწოდოთ უკრაინელებს, რათა ზამთარს ელექტროენერგიის გარეშე გადალახონ. ეს ბევრ რამეს ნიშნავს: ელექტრო ტექნიკით დაწყებული...ყველაფერი, რაც საჭიროა ზამთრისთვის“, - აღნიშნა ბორელმა.