ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

მოლაპარაკებებს წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია ელისეის სასახლეში. შეხვედრისას თოყაევმა მადლობა გადაუხადა მაკრონს საფრანგეთში ვიზიტით მოწვევისთვის.

მისი თქმით, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანისთვის.

მოლაპარაკებების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე ისაუბრა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია.

ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ხორციელდება ერთობლივი პროექტები ენერგეტიკის სექტორში. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ყაზახურ პროექტებში.

მაკრონმა ასევე, 2024 წლიდან ყაზახეთში ახალი ფრანგული სკოლების გახსნის შესახებ განაცხადა.

ფრანგულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთში მიმდინარე რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავებაზე, ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ცენტრალურ აზიაში შექმნილი ვითარება.

შეხვედრის დასასრულს თოყევმა მაკრონი ყაზახეთში მიიწვია.