ევროკომისია: ომში 100 000 უკრაინელი სამხედრო და 20 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

განახლება 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს.

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის შეიარაღებული ძალების 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უკვე დაიღუპა.

ეს შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. 

მან ევროკომისიას შესთავაზა შექმნას სპეციალური სასამართლო, გაეროს მხარდაჭერით, რათა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულები გამოიძიონ. 

ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ასევე უნდა აანაზღაუროს უკრაინას მიყენებული ფინანსური ზიანი, რომელმაც, მისი შეფასებით, უკვე 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ამ მიზნით ევროკავშირმა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევრო და რუს ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევრო გაყინა. 

განახლება 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს.