აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა იარაღის მეორე დიდი გაყიდვა ფინეთს ერთი თვის განმავლობაში, იტყობინება Reuters.
- ფინეთი უფრო მეტ იარაღს ყიდულობს შეერთებული შტატებისგან და თავდაცვას აძლიერებს
მას შემდეგ რაც, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დამატებით 1,7 მილიარდი ევრო გამოყოს იარაღისა და თავდაცვის სხვა მასალების შესაძენად მხოლოდ წელს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაახლოებით 323,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (AIM 9X Block II) ტაქტიკური რაკეტების, (AGM-154 Joint Stand Off) იარაღისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა გააუმჯობესებს ფინეთის შესაძლებლობებს.
ფინეთი ამ რაკეტების გამოყენებას F-35 სტელსტის ტიპის თვითმფრინავების ახალ ფლოტთან ერთად გეგმავს, რომელსაც ის ასევე შეერთებული შტატებიდან ყიდულობს.
ამ თვის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაამტკიცა 150 მართვადი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის გაყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 535 მილიონი დოლარია.