ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისევე, როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში, - ამის შესახებ საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
ვინიკოვის თქმით, NATO მოუთმენლად ელის საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას.
„NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი გზავნილები, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, შეეხებოდა ჩვენს უწყვეტ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის უკანონო აგრესიისგან.
ასე რომ, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში. მოკავშირეები შეხვდნენ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება NATO-მ კიდევ უფრო გააძლიეროს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ, სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის მიმართ, რადგან ისინი წინააღმდეგობას იწევენ რუსეთის ზეწოლას.
ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში და მოუთმენლად ველით საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას, რომელთა განხორციელებაში ჩვენ საქართველოს დახმარებას ვუწევთ“, - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.