კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი „დროთა განმავლობაში“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას აპირებს.
„პუტინი ეწვევა დონბასს“, - აცხადებს პესკოვი, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია დასრულდა და ხელისუფლება დამატებით ინფორმაციას არ გასცემს.