საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს უკრაინაში, ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს.
„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.