აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი თვლის, რომ უკრაინის დიპლომატიური მისიებისთვის სისხლიანი „წერილების“ გაგზავნა რუსეთის ქმედებების ლოგიკაში ჯდება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამაში რუსეთის ჩართულობის არსებითი მტკიცებულება არ აქვს. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ფედერაციის კომპლექსური თავდასხმის საგანია და ამავდროულად, ეს გზავნილები ასევე არის თავდასხმა უკრაინაზე.
„ეს საშინელებაა და ის უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული. არის მთელი ნაკრები, საშინელი საგნების „მატრიცა", რომელიც ახლა უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული და ჩვენ ვიცით, საიდანაც მოდის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინელი დიპლომატებმა 12 ქვეყანაში, მუქარის გზავნილები 18-ჯერ მიიღეს.
2 დეკემბერს პარასკევს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულოში ბრნოში სისხლიანი ამანათი მიიღეს. ჩანთებში ცხოველების თვალები იყო, თავად ჩანთები კი დამახასიათებელი ფერის სითხით იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა.
მანამდე, მადრიდში, უკრაინის საელჩოს ეზოში აფეთქება მოხდა.