ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული დოკუმენტი მიუთითებს, რომ ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მობილიზაცია გრძელდება.
დოკუმენტში მითითებულია, რომ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 31 ოქტომბერს ნაწილობრივი მობილიზაციის ოფიციალურად დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადებისა, პუტინის თავდაპირველი მობილიზაციის განკარგულება კვლავ ძალაშია და რომ „სამსახურებრივი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„ეს ანგარიში შეესაბამება ISW-ის წინა დასკვნებს, რომ რუსული უწყებები ემზადებიან მეტი მობილიზაციისთვის. ექსპერტები ასევე ციტირებენ მოსკოვის ოლქში ოდინცოვოს გარნიზონის სამხედრო სასამართლოს, რომელმაც ნოემბრის შუა რიცხვებში უნებლიედ დაადასტურა, რომ მობილიზაცია გრძელდება მისი ფორმალური დასრულების მიუხედავად“, - წერს უკრაინული მედია.