უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას დაახლოებით, 500-600 მილიარდი ევრო დასჭირდება

უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია დაახლოებით 500-600 მილიარდი ევრო დაჯდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბჟერდემ ავსტრიულ გაზეთ Die Presse-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ადრე გამოვაქვეყნეთ რიცხვი, რომელიც ევროკომისიასთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად გამოვთვალეთ. რა თანხაა საჭირო უკრაინის აღსადგენად და მის ევროპულ სტანდარტებამდე მისასვლელად, მაგალითად ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით? ივნისის დასაწყისისთვის ეს იყო დაახლოებით, 350 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ბიერდემ.

მისივე განმარტებით, ახლა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 500-600 მილიარდ ევროს მიაღწია.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი დიდი საგზაო რუკაა საჭირო.

მანამდე, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია იქნება „21-ე საუკუნის მარშალის გეგმა“ და უფრო სტაბილური და ძლიერი ქვეყნის აშენების შესაძლებლობა.