დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის.
მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს!“ - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.